ახალი ამბები მთავარი სამართალი

2 ტყვია აქვს თავში ნასროლი – ლილოში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალები

ლილოში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალები ხდება ცნობილი – როგორც ირკვევა, რომან ისაევზე თავდასხმა საკუთარ მაღაზიაში მოხდა.

ახალგაზრდა კაცს, რომელსაც ტექსტილის მაღაზია აქვს, შეიარაღებული პირი ჯერ საქმის გასარჩევად ქუჩაში გასვლას აიძულებდა, უარის გამო კი ცეცხლი გაუხსნა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულს გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება, მართვით სუნთქვაზე იმყოფება და ექიმები მის მდგომარეობას კრიტიკულად მძიმედ აფასებენ.

შეიარაღებულ დამნაშავეს ახლა პოლიცია ყველგან ეძებს. მისი ვინაობა პოლიციამ სავარაუდოდ, უკვე იცის, რადგან ჯერ დაპირისპირების და შემდეგ დაჭრის ფაქტი სათვალთვალო კამერებმა გადაიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

იტვირთბა....