კურორტ შოვში მეწყერმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა და ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება შოვს და სოფელ გლოლას – ინფორმაციას ენერგო-პრო ჯორჯია ავრცელებს.
“რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მეწყერის გამო ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზები. ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტს შოვს და სოფელ გლოლას. ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.
ამ დროისთვს გადაადგილება შეფეხებულია, რაც ელექტროგადამცემი ხაზების აღგენითი სამუშაოების დაწყებას ართულებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები მზად ყოფნაში არიან. როგორც კი შესაძლებელი იქნება, დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები.” ნათქვამია ენერგო-პრო ჯორჯიას განცხადებაში.
შეგახსენებთ, შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე მყოფი მოქალაქეები სამაშველო ვერტმფრენს ელოდებიან.