იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ “დამნაშავე”, ვინც დღეს იუსტიციის სახლში ცრუ შეტყობინება პასუხს აგებს:
“იუსტიციის სამინისტრო ყველა სიტუაციაში მოქალაქეების ინტერესების სადარაჯოზეა.
დღეს, იუსტიციის სახლში, ბოროტმოქმედის ცრუ შეტყობინების საფუძველზე მომხმარებელთა და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,
დროულად განხორციელდა ევაკუაცია.
საბედნიეროდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
დამნაშავე გამოიკვეთება და აგებს შესაბამის პასუხს.
მთავარი კი ის არის, რომ იუსტიციის სახლის, გადაუდებელი აუცილელობით გამოწვეული, დაკეტვის მიუხედავად. შევძელით, რომ მომხმარებლისთვის გაგვეწია სათანადო მომსახურება და ადამიანებს იმედი და ნდობა გავუმართლეთ.
ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა მობილური იუსტიციის სახლების მეშვეობით. წარმატებული პროექტის შედეგად ჩვენს მოსახლეობას არა მარტო სოფლად, არამედ კრიზისულ სიტუაციებში ქალაქებშიც ვემსახურებით.
ამის ერთი ნათელი მაგალითი ქუთაისშიც გვქონდა ცოტა ხნის წინ, როდესაც წყალდიდობით გამოწვეული შეფერხების მიუხედავად მოსახლეობას სპეციალური მიკროავტობუსების მეშვეობით მივაწოდეთ ყველა საჭირო სერვისი.
საამაყოა ჩვენი თანამშრომლების მონდომება, ორგანიზებულობა და კოორდინაცია არაორდინალურ ვითარებაშიც. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ.
ვემსახურებით საქართველოს”, – წერს ბრეგაძე.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო მუშაობა თბილისის იუსტიციის სახლში.