შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადვოკატ შოთა თუთბერიძის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.
გომელაურის უწყება თუთბერიძეს 2 ივნისს პარლამენტთან გამართული ბანერების აქციის დროს ხულიგნობას, პოლიციელის შეურაცხყოფას და დაუმორჩილებლობას ედავება.
“2 ივნისს დამაკავეს პარლამენტის წინ, კიბეებზე ვიყავი ჩამომჯდარი და მედო ფეხებთან პლაკატი, რომელზეც იყო საპროტესტო სიტყვა დაწერილი. ამის გამო დამაკავეს ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ბუნებრივია სრულიად უსაფუძვლოდ და კანონსაწინააღმდეგოდ. მე ვფიქრობ ეს იყო სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი ჩემს მიმართ. ამ დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა საკმაოდ დიდია და მე არ ვფიქრობ, რომ რომელიმე მთავრობა გადაეფარება იმ ადამიანებს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეს და ამ დანაშაულის ჩადენის ბრძანება გასცეს. მე ვფიქრობ რომ ყველა მათგანს მოუწევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.”- ამბობს შოთა თუთბერიძე.