ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რუსული ოცნება” EU-ს ანგარიშს უკუღმა კითხულობს, სინამდვილეში ის კრიტიკული და მძიმეა – თინათინ ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინათინ ბოკუჩავა საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის 2022 წლის ანგარიშს გამოეხმაურა.

ბოკუჩავას თქმით, მთავრობა ანგარიშს უკუღმა კითხულობს, სინამდვილეში კი ის ძალიან კრიტიკული და მძიმეა.

„ „რუსული ოცნება“ ყველაფერს უკუღმა კითხულობს და ევროკავშირის ანგარიშიც ამ თვალსაზრისით, არ წარმოადგენს გამონაკლისს – ანგარიში არის ძალიან კრიტიკული და მძიმე…

სერიოზული პრობლემებია მართლმსაჯულების სისტემაში, კორუფციის მიმართულებით და ინსტიტუციების დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. ეს არის, მათ შორის, ის მოთხოვნები, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს უყენებს, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და წარმატებით გავაგრძელოთ სხვა ევროინტეგრაციის გზაზე”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ზემოაღნიშნულ ანგარიშს გაეცანით აქ.

იტვირთბა....