ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კოსოვოსა და საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის პარალელის გავლებით ხელისუფლება იმეორებს რუსეთის ნარატივს“ – გახარია

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია სოციალური ქსელით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გუშინდელ კომენტარს პასუხობს.

გახარიას თქმით, კოსოვოსა და აფხაზეთს შორის პარალელის გავლება რუსული ნარატივია.

„კოსოვოსა და საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის პარალელის გავლებით ხელისუფლება იმეორებს რუსეთის ნარატივს, რითაც კრემლმა 2008 წელს საქართველოს და 2014 წელს უკრაინის ოკუპაცია “დაასაბუთა.” ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება რუსული სახელმძღვანელოს მეთოდებით საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს“, – წერს გახარია.

შეგახსენებთ კობახიძის კომენტარს: „ეს იყო პროვოკაცია, როდესაც რუსეთიდან ადამიანი შემოდის, დასდევს ჟურნალისტი კითხვას უსვამს ამ თემაზე, ეს ხო თავისთავად უკვე პროვოკაციაა. სერბეთში რომ ჩავიდნენ მაგალითად, ფრანგი, გერმანელი და ამერიკელი ტურისტები და მათ რომ გაეკიდოს ჟურნალისტი და კითხვა დაუსვას კოსოვოსთან დაკავშირებით, ნახევარზე მეტი გეტყვით, რომ კოსოვო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და არაა სერბეთის ნაწილი. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს გერმანელი, ფრანგი და ამერიკელი ტურისტები ცუდი ადამიანები არიან, რაც უთხრეს, იმას იმეორებენ. ეს არის რეალობა, მაგრამ როგორც კი ჟურნალისტი გაეკიდება ამ ადამიანებს, დაუსვამს ამ კითხვებს და მერე ამას აშუქებს ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაცია. ეს არის ნაცმოძრაობის პროვოკაცია, მხოლოდ ის ტელევიზიები აკეთებდნენ ამას, რომელცი ეკუთვნის ნაცმოძრაობას“.

იტვირთბა....