1 აგვისტოს მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 499 ბავშვი დაიღუპა, ჯამში, დაზარალდა 1 090 -ზე მეტი არასრულწლოვანი, – ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა: დონეცკის რეგიონში – 483, ხარკოვის ოლქში – 298, კიევის ოლქში – 129, ჩერნიგოვის ოლქში – 71, ლუგანსკის ოლქში – 67, ნიკოლაევის ოლქში – 95, ხერსონის ოლქში – 117, ზაპოროჟიეს ოლქში – 97, დნეპროპეტროვსკის ოლქი – 83.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.