ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, საქართველოს მთავრობა ცდილობს რუსული აგრესია შეარბილოს და მთელი პასუხისმგებლობა აგვისტოს ომთან დაკავშირებით წინა ხელისუფლებას დააკისრონ.
“ერთ-ერთი საფუძველი, როცა მსგავს შემთხვევებს პროტესტი მოყვება ხოლმე არის ის რიტორიკა, ის, რომ თვალს და ყურს ცდილობენ შეაჩვიონ, რუსეთი ოკუპანტი კი არ არის, ჩვენ შეგვეშალა და ამიტომ იყო ის აგრესორი, უკრაინაში ზელენსკის ხელისუფლებას შეეშალა და ამიტომ განხორციელდა ეს აგრესია. რუსულ კრუიზებს უყურებენ და ხსნიან ისეთი გადმოსახედით, როგორც რუსეთის ხელისუფლება,“ – ამბობს ლომჯარია “რეაქციაში”.