არიან თუ არა “ნაციონალურ მოძრაობაში” არაფორმალური მმართველები და რას ფიქრობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი? – სოფო ჯაფარიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ამ საკითხზე მკაფიო პოზიცია აქვს და ეს თავად რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ Facebook სტატუსში დააფიქსირა.
“სააკაშვილმა დააფიქსირა პოზიცია, რომ ქვეყანას ერთადერთი არაფორმალური მმართველი ჰყავს და ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ვფიქრობ, ამ კითხვაზე მან გასცა პასუხი,“ – ამბობს სოფო ჯაფარიძე.
სოფო ჯაფარიძის თქმით, არც მას ჰქონია კომუნიკაცია ვანო მერაბიშვილსა და კეზერაშვილთან.
“თვალით არ მინახავს არცერთი. არავითარი კომუნიკაცია მე პირადად მათთან არ მქონია. როდესაც ჩემი ადვოკატის მეშვეობით მაქვს მიხიელ სააკაშვილთან კომუნიკაცია, არც ჩვენთან საუბარში არ ფიგურირებს არც ერთი და არც მეორე და ვერ ვისაუბრებ იმაზე, რაც ჩემი თვალით არ მინახავს,” – ამბობს ჯაფარიძე.