ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ბათუმში რუსული ლაინერის ჩამოსვლას ეხმაურება და აცხადებს:
“ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ მისი სახეებით და პროპაგანდით ამ სიტუაციას ისე წარმოაჩენენ, ვითომ მათ არესმით, რომ ეს არ არის პროტესტი ცალკეულ ტურისტებზე ან ცალკეულ რეისებზე, სინამდვილეში, ეს ხომ არ არის ერთი გემის შემოსვლასთან, ეს არის საზოგადოების პროტესტი „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ და ეს პროტესტი პერიოდულად იფეთქებს ხოლმე, როცა ადგილი აქვს მცდელობას, საზოგადოებას თავს მოახვიონ ისეთი საკითხები, რაც ეწინააღმდეგება ღირებულებებს, ღირსებას ეროვნულს და ტკივილს აყენებ და აცოცხლებს იმ ჭრილობებს, რაც ამ საზოგადოებამ მიიღო რუსეთთან კონფლიქტის დროს. რა თქმა უნდა, რუსული გემის შემოსვლა, ისევე როგორც ფრენები, არ იყო ტურიზმი, ეს იყო პოლიტიკური აქტი,“ – ამბობს ნინო ლომჯარია.