ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მე ავაშენე ბათუმი და დღეს ის ღორძაღლების პოლიგონადაა ქცეული” – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი “ვივა მედიდან” მორიგ განცხადებას ავრცელებს და წერს:

“გუშინ, იმ ბათუმელებს, რომლებიც აპროტესტებდნენ რუსულ პროპაგანდისტულ გემს, ქვებს ესროდნენ ის რუსები, რომლებიც გამოექცნენ მობილიზაციას რუსეთიდან საქართველოში. მათ მონახეს საკუთარი ფრონტი.

რა თქმა უნდა, ქართული პოლიცია, რომლითაც ჩვენ ოდესღაც ვამაყობდით, ხოლო ახლა გადაქცეულია ერის სირცხვილად, მათ ხელს არ უშლიდა. სამაგიეროდ, ძალიან უხეშად შეტენა მანქანაში და დააკავა ძალიან მშვიდობიანი და ინტელექტუალი უკრაინელი ქალი – მარინა ჩობანიანი.

მე ავაშენე ბათუმი – და დღეს ის ღორძაღლების პოლიგონადაა გადაქცეული. მე შევქმენი ქართული პოლიცია – და მე მათ მაგივრად მრცხვენია. მე ვარ უკრაინელი პასპორტით და სულით და ჩემთვის მტკივნეულია, როცა ჩემს თანამოქალაქეებს ამცირებენ დღისით-მზისით.

ამიტომ, როგორც უკრაინელი და როგორც ქართველი ერთდროულად, ვიბრძოლებ ამ აღვირახსნილი უსამართლობის წინააღმდეგ. ჩვენ უბრალოდ უფლება არ გვაქვს, რომ არ გავიმარჯვოთ“ – წერს სააკაშვილი.

იტვირთბა....