ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ვიხუმრე, რომ ვაგნერელები ერთმანეთს უჩურჩულებდნენ: ჟეშუვში ექსკურსიაზე წავიდეთო” – რას აცხადებს ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მან “იხუმრა” პოლონეთზე “ვაგნერის” დაჯგუფების თავდასხმის გეგმებთან დაკავშირებით.

ინფორმაციას ბელარუსული სახელმწიფო გამოცემა “ბელტა” ავრცელებს.

“ვიხუმრე, რომ ვაგნერელები ერთმანეთს უჩურჩულებდნენ: ჟეშუვში ექსკურსიაზე წავიდეთო,“ თქვა ლუკაშენკამ ბრესტის ოლქში გამოსვლისას.

მისი თქმით, პოლონეთის მთავრობამ მას მადლობა უნდა უთხრას იმისთვის, რომ “ეს მებრძოლები ჩვენთან დავპატიჟეთ.”

“ილოცონ, რომ ჩვენთან გვყავს ისინი, კიდევ როგორღაც უზრუნველვყოფთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს გარეშე ისინი იქ გააღწევდნენ და ძლიერად დაარტყამდნენ ჟეშუვსა და ვარშავას. ამიტომ ჩემს მიმართ საყვედურები არაა საჭირო, მადლობა მითხრან” – განაცხადა ლუკაშენკომ.

იტვირთბა....