ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მთავარი პროვოკაცია ამ ქვეყნის, ქაჯობა და ქაჯი არის ივანიშვილის მიერ ხელდასმული რუსული რეჟიმი – ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მთავარი პროვოკაცია ამ ქვეყნის, ქაჯობა და ქაჯი არის ივანიშვილის მიერ ხელდასმული რუსული რეჟიმი:

“თუ რამე არის პროვოკაცია და თუ რამე არის ქაჯობა, თუ ვინმეა ქაჯი და პროვოკატორი, არის „კაკებეშნიკის“ ოჯახში გამოწრთობილი ირაკლი კობახიძე, რომელიც კარგად ასრულებს რუსულ ინსტრუქციებს. ცხადია, მისთვის პროვოკაციულია შეკითხვაა.

“არის თუ არა აფხაზეთი საქართველო“ – ეს კითხვაც არ უნდა ისმებოდეს, მაგრამ ოკუპანტის, პუტინისტის მიმართ კითხვა ლოგიკურია. რომ გეუბნებიან, სტუმრები არიან და ამასობაში არ აღიარებენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, ცხადია, ვერ ჩაითვლებიან ჩვენს ტურისტებად და კეთილმოსურნეებად.

ამიტომ მთავარი პროვოკაცია ამ ქვეყნის, ქაჯობა და ქაჯი არის ივანიშვილის მიერ ხელდასმული რუსული რეჟიმი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

იტვირთბა....