სასამართლოს მიერ უპატრონოდ ცნობილ „პობედას“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე 5 000 ლარად ყიდის. ვაჭრობის ბიჯი 200 ლარია. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და 2023 წლის 15 აგვისტოს დასრულდება.
აუქციონის მიხედვით, „ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით, „უპატრონოდ იქნა ცნობილი და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება – ავტომანქანა „გაზ 20 პობედა“ (ძარა: 79246, ძრავა: LJ 38864, შასი: 108144, გამოშვების წელი 1953, ფერი: ყავისფერი 1/8)”.
ეს არ არის პირველი „პობედა“, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ყიდის. სამინისტრომ 2019 წელს აუქციონზე გატანილი კიდევ ერთი „პობედა“ 4800 ლარად გაყიდა.
წყარო: batumelebi.netgazeti.ge