ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“პოლიციამ ხელები ამომიტრიალა, დარტყმაც ვიგრძენი” – რას ამბობს აქციაზე დაკავებული უკრაინის მოქალაქე

ბათუმში, აქციაზე დაკავებული უკრაინის მოქალაქე აცხადებს, რომ პოლიციამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და უხეშად და აგრესიულად ეპყრობოდა.

“ძალიან უხეშად მექცეოდნენ, ერთი უკიდურესად აგრესიული იყო. დამაკავეს ქუჩაში, სადაც აქციის მონაწილეებიც იყვნენ. მერე წამიყვანეს ისეთ ადგილას, სადაც მარტო პოლიციელები იყვნენ. იქ უკვე ძალიან უხეშად მეპყრობოდნენ. არსებობს ვიდეო დაკავების და იქ ყველაფერი თითქოს ნორმალურად ჩანს, მაგრამ მანამდე, ვიდრე ვიდეოს არავინ იღებდა და სანამ მანქანაში ჩამსვამდნენ, ძალის გადამეტება იყო.

დროშა მქონდა შემოხვეული და მხსნიდნენ, რატომ, ვერ მივხვდი. არც უკანონობაა და არც არავის არაფერს უშავებდა. შოკში ჩავვარდი, როდესაც მხსნიდნენ დროშას და ხელი ჩავჭიდე. ამ დროს ხელები ამომიტრიალეს, თითებს მამტვრევდნენ, რამდენჯერმე დარტყმაც ვიგრძენი. სილურჯეები ახლაც მაქვს”, – აღნიშნა მან.

იტვირთბა....