ქუთაისში, თეთრის ხიდის მიმდებარედ არსებულ ისტორიული შენობებიდან ქვები ცვივა – არსებული ინფორმაციით, შენობიდან ჩამოვარდნილი ლოდები მოზარდს დაეცა და დაშავდა.
“საბედნიეროდ ეს მოზარდი გადარჩა, მაგრამ არ ვიცით ხვალ რომ ისევ გადმოვარდება და ვინმეს დაეცემა, გადარჩება თუ არა,”- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.