უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, არჩილ დევრისაშვილს საქართველოში 3 აგვისტოს, 13 საათზე ჩამოასვენებენ.
ინფორმაციას ნადიმ ხმალაძე ავრცელებს.
ცნობისთვის, არჩილ დევრისაშვილი 27 ივლისს, ბახმუტის მიმართულებაზე დაბომბვისას დაიღუპა. ის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე იყო და უკრაინაში დანაყოფ ”შავ არწივში”ირიცხებოდა. ეს დანაყოფი უკვე რამდენიმე თვეა ბახმუტის მიმართულებით იბრძვის.