ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება – ნახეთ, როდის აღდგება წყალმომარაგება

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის”  ცნობით, სამგორის რაიონში, კომპანიის წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა, რის გამოც, ქუჩების ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდა.

“დღეს, 31 ივლისს, სამგორის რაიონში, ბურჯანაძის ქუჩა N103-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

დაზიანების აღდგენითი სამუშაოები 14:00 საათიდან დაიწყო და მთელი დღის და ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს 31 ივლისს, 14:30 საათიდან, ხვალ, პირველი აგვისტოს დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში: იდუმალის, წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, ფაღავას, წმინდა ბარბარეს, ქიზიყის, ენუქიძის, ჭიჭინაძის, გუმათგესის, გუგუშვილის, ცისკარიშვილის, გვაზავას, ოდიშელიძის, ფრისის და მიმდებარე ქუჩებს. ქვემო მელითონეთა, 31-ე ქარხნის, ნავთლუღის მეორე და მიმდებარე დასახლებებს. სოფელ გამარჯვებას, გაჩიანს, აგთაკლიას, ყარათაკლიას, ყარაჯალარს და ფოლადაანთკარს.

კრწანისის რაიონში: ზემო და ქვემო ფონიჭალას, რუსთავის გზატკეცილს, სოფელ ფონიჭალას და ჭალას, გიგანტის და ზოოვეტის დასახლებებს”, – აცხადებენ კომპანიაში.

იტვირთბა....