ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანმა და ბელარუსმა სამხედრო თანამშრომლობაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ბელარუსისა და ირანის თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებასა და 2023 წელს მისი იმპლემენტაციის გეგმას ხელი მოაწერეს.

“მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე, ასევე განიხილეს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მდგომარეობა და პერსპექტივები”, – ნათქვამია შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

ირანის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ბელარუსს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ირანის საგარეო პოლიტიკაში.

იტვირთბა....