ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კაცმა არ იცის ამ გემის უკან რა იმალება და რა ზრახვებია რუსეთის მხრიდან” – რას წერს გოგა ჩანადირი

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ბათუმის პორტში მეორე რუსული ლაინერის შემოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

“პირველი კრუიზის შემდეგ სოჭიდან მეორე გემი აღარ უნდა შემოეშვათ.

პირველს დაძაბულობა მოჰყვა, დღეს მეორედ შემოსვლას – უფრო მეტი დაძაბულობა.

იძახეთ, თურქული გემიაო.

გაგანია სანქციებისა და ომის დროს კომერციული რეისია ტაშფანდურით და არასწორია ჩვენი მხრიდან.

კაცმა არ იცის კიდევ, ამ გემის უკან რა იმალება და რა ზრახვებია რუსეთის მხრიდან“ – წერს ჩანადირი.

ცნობისთვის, რუსული ლაინერი ბათუმის პორტში 31 ივლისს, გამთენიას შემოვიდა. ცნობილია, რომ გემზე იმყოფებოდნენ ომისა და პუტინის მხარდამჭერი რუსი არტისტები. მოქალაქეები გემის შემოსვლას პროტესტით დახვდნენ.

 

იტვირთბა....