ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“გენრი დოლიძეს აღენიშნება დაზიანებები სახესა და ფეხებზე… პოლიციამ მას დაკავებისას სცემა” – “დროა”

“გენრი დოლიძეს აღენიშნება დაზიანებები სახესა და ფეხებზე… პოლიციამ მას დაკავებისას სცემა”, – ამის შესახებ ინფორმაციას პარტია “დროა” ავრცელებს.

“ადვოკატის თქმით, გენრი დოლიძეს დაკავებისას პოლიციამ სცემა. დღეს, ბათუმში გამართულ აქციაზე პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა პარტია “დროას” ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გენრი დოლიძეს გენრი დოლიძე – Genri Dolidze. სენაკის წინასწარი დაკავების იზოლატორში მას ცოტა ხნის წინ ადვოკატი ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ გენრის აღენიშნება დაზიანებები სახესა და ფეხებზე. მისი თქმით, პოლიციამ “დროას” წევრს დაკავებისას სცემა.

გენრი დოლიძე, დანარჩენ 22 ადამიანთან ერთად, დღეს ბათუმში გამართულ ანტირუსულ აქციაზე დააკავეს. მთელი დღის განმავლობაში, უცნობი იყო მათი ადგილსამყოფელი”, – წერს პარტია.

იტვირთბა....