რუსულმა საკრუიზო ლაინერმა, “ასტორია გრანდემ” ბათუმის პორტი პროტესტის ფონზე დატოვა.
ადგილზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეები შეძახილებისა და საქართველოს ჰიმნის ფონზე გააცილეს.
ადგილზე პოლიციელების მობილიზებაა.
ცნობისთვის, რუსული ლაინერი ბათუმის პორტში 31 ივლისს, გამთენიას შემოვიდა. ცნობილია, რომ გემზე იმყოფებოდნენ ომისა და პუტინის მხარდამჭერი რუსი არტისტები. მოქალაქეები გემის შემოსვლას პროტესტით დახვდნენ.