ამ წუთებში თბილისში, პარლამენტის წინ აქციქ მიმდინარეობს.
აქციის ორგანიზატორები მოძრაობა “ჯიუტი”, “ტალღა” და სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ არიან.
აქციას უერთდებიან სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები, რომლებიც რუსული საკრუიზო ლაინერით ბათუმში რუსების შემოსვლას აპროტესტებენ.
ცნობისთვის, რუსული ლაინერი ბათუმის პორტში 31 ივლისს, გამთენიას შემოვიდა. ცნობილია, რომ გემზე იმყოფებოდნენ ომისა და პუტინის მხარდამჭერი რუსი არტისტები. მოქალაქეები გემის შემოსვლას პროტესტით დახვდნენ.