ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ტყუილია, როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ ბათუმში გუშინდელი პროტესტი ხელს უშლის ტურიზმის განვითარებას“ – გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი ბათუმში რუსული ლაინერის ჩამოსვლას ეხმაურება და წერს.

“ტყუილია, როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ ბათუმში გუშინდელი პროტესტი ხელს უშლის ტურიზმის განვითარებას.

სინამდვილეში პირიქითაა და აი რატომ:

როდესაც ევროპელი პოტენციური ტურისტი ხედავს ამ დამოკიდებულებას, მას უჩნდება საქართველოში მოგზაურობის დამატებითი სტიმული და გარკვეული სოლიდარობის გრძნობა. ისინი კი მეტსაც ხარჯავენ და არც უტიფრად იქცევიან.

ანუ, დღევანდელ არაორდინალურ ვითარებაში საქმე გვაქვს უფასო საინფორმაციო რეკლამასთან, რაშიც ქვეყნები უზარმაზარ თანხას ხარჯავენ“, – წერს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, რუსული ლაინერი ბათუმის პორტში 31 ივლისს გამთენიისას შემოვიდა. ცნობილია, რომ გემზე იმყოფებოდნენ ომისა და პუტინის მხარდამჭერი რუსი არტისტები.

იტვირთბა....