ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ტროას” ლაინერი საქართველოსთვის პოტენციურად შიდა საფრთხეს წარმოადგენს” – გონჩარენკო

უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო ბათუმში რუსული ლაინერის შემოსვლას ეხმაურება და წერს:

“შემაშფოთებელი სცენები ბათუმიდან – რუსული საკრუიზო ლაინერის პორტში შესვლამ უკმაყოფილო მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია. საზოგადოების აღშფოთების მიუხედავად, ხელისუფლებამ მისი შესვლა დაუშვა. “ტროას” ლაინერი საქართველოსთვის პოტენციურად შიდა საფრთხეს წარმოადგენს”, – წერს გონჩარენკო სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, რუსული ლაინერი ბათუმის პორტში 31 ივლისს გამთენიისას შემოვიდა. ცნობილია, რომ გემზე იმყოფებოდნენ ომისა და პუტინის მხარდამჭერი რუსი არტისტები.

იტვირთბა....