ავსტრიაში 22 წლის ქართველი ალკოჰოლური სასმელის მოპარვის ბრალდებით დააკავეს.
თანამშრომელმა კაცს სთხოვა ზურგჩანთა გაეხსნა, რის შემდეგაც კაცმა გაქცევა სცადა. მოგვიანებით კი, ის სამართალდამცველებმა დააკავეს.
მამაკაცი გაქცევას საფრანგეთში რეგისტრირებული მანქანით ცდილობდა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ახალგაზრდა კაცი ქურდობის ბრალდებით უკვე ორჯერ არის ნასამართლევი.