ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იმედი გვაქვს, ამერიკის ახალი ელჩი დიდ როლს შეასრულებს ივანიშვილის დასანქცირების დაჩქარებაში – შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის, რობინ დანიგანის ოფიციალურად დამტკიცებას გამოეხმაურა.

ნათელაშვილი იმედოვნებს, რომ ახალი ელჩი დიდ როლს შეასრულებს ივანიშვილის დასანქცირების დაჩქარებაში

„მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომელმაც გაითვალისწინა მათ შორის ჩვენი თხოვნა, ვადამდე გაეწვია ამერიკის ელჩი კელი დეგნანი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა 2020 წლის გაყალბებული არჩევნების დაკანონებაში.

მე მინდა ვუსურვო ახალ ელჩს წარმატეები, წარსულის შეცდომების გათვლისწინება. იმედი მაქვს ახალი ელჩი დიდ როლს შეასრულებს არჩევნების სამართლიანად ჩატარებაში და პლუს, ივანიშვილის დასანქცირების დაჩქარებაში, რასაც მაქსიმალურად აფერხებდა მოქმედი ელჩი. იმედი გვაქვს, რომ აქ დანიშნული ელჩი და სტრატეგიული პარტნიორები არ გაუწევენ ლობირებას იმ ხელისუფლებას, რომელიც ამის ღირსი არ არის“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

იტვირთბა....