უკრაინის რადას დეპუტატის, ალექსანდრე ბაკუმოვის ცნობით, დღეს საღამოს რუსეთმა დნიპროზე სარაკეტო იერიში მიიტანა და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა.
მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
“დნიპრო. ტერორისტულმა სახელმწიფომ სარაკეტო თავდასხმა განახორციელა მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე. სამაშველო სამსახურებმა სწრაფად დაიწყეს მუშაობა ხალხის გადასარჩენად და შედეგების აღმოსაფხვრელად. ეს არის ომის დანაშაული, ომის კანონებისა და ჩვეულებების თავხედური დარღვევა. ომის დამნაშავეები დაისჯებიან.“ – წერს სახალხო დეპუტატი.