ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხომ არ ჩავკეტოთ ეს ქვეყანა?!’ – ქადაგიშვილი რუსებისთვის გასამართ გამოფენა-გაყიდვაზე

“ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ბათუმში, რუსებისთვის უძრავი ქონების გამოფენა- გაყიდვის გამართვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს:

“საქართველო არის ღია ეკონომიკა და ჩვენ რა გვინდა ეხლა რომ საქართველოს ეკონომიკა დავკეტოთ?! ანუ გამოფენა- გაყიდვების გაზრდის მიზნით მიმდინარეობს გამოფენა და ვამბობთ რომ ეს ხომ არ არის საფრთხის შემცველი. ანუ ინვესტიციის მოზიდვა საფრთხის შემცველი ხომ არ არის? ხომ არ ჩავკეტოთ ეს ქვეყანა?! ანუ თქვენ გინდათ თქვათ, რომ იმის გამო რომ შეიძლება რუსეთის მოქალაქემ შეიძინოს ბინა ბათუმში, იზრდება თუ არა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის ხარისხი? არ იზრდება ეგრე აგრესიის ხარისხი”, – ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 29-30 ივლისს ბათუმში რუსებისთვის უძრავი ქონების გამოფენა- გაყიდვა იგეგმებოდა, სადაც ოკუპანტები ბინების შეძენას ექსკლუზიურ ფასად შეძლებდნენ. ღონისძიების ორგანიზატორი People -real Estate-ია.

იტვირთბა....