მთავრობის ადმინისტრაციის მისაღებში არასრუწლოვანის დედამ შიმშილობა დაიწყო – 12 წლის ბიჭის დედა, რომელსაც ჯანმრთელობის უმძიმესი პრობლემები აქვს, შვილის თურქეთში სამკურნალოდ გადასაყვანად ბილეთის ფულს, 3 400 ლარს ითხოვს.
“ახლა შევიტანე თბილისის მერიაში მგზავრობის დაფინანსება მხოლოდ, რაც კანონითაც შესაძლებელია და თუ სურვილი ექნებათ შემიძლია ყველანაირი საბუთი წარვუდგინო, თუ რისთვის უნდა წავსულიყავით მშობლები და დღეს უარი გვითხრეს, რომ მგზავრობას ვერა, მაგრამ მკურნალობას დააფინანსებენ.
შიმშილობა არის ჩემთვის მიუღებელი პროტესტის ფორმა მაგრამ, როდესაც შვილს ეხება საქმე და როდესაც ვერ აგებინებ ვერანაირად, რომ შვილი გყავს ცუდად, რომ თავს ტკივილებისგან ისე იზიანებს, რომ ძვალი უჩანს, რა დაგრჩენია მშობელს, რომ ყველაზე რთულ ფორმებს მიმართო, რომ სახელმწიფო, რომელიც კარს უკეტავს 12 წლის გაბრიელს, გააგებინო” – ამბობს თამარ იარაჯული.
ცნობისთვის, მოზარდს უიშვიათესი დაავადება სჭირს, რომლის მკურნალობის საფასურს 13 ათას ევროს, მთლიანად თურქეთი აფინანსებს, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ბავშვისთვის 3 400 ლარის გამოყოფას ვერ ახერხებს.