ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“იდეის გარეშე გაერთიანება დაშლისთვის არის განწირული” – ჰერმან საბო

„გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ ოპოზიციური პარტიების შესაძლო ერთობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, იდეის გარეშე გაერთიანება დაშლისთვის არის განწირული.

„იდეის გარეშე გაერთიანება დაშლისთვის არის განწირული. არაერთი გაერთიანება გვინახავს, რომელიც დაშლილა. ბოლოს სამეულის გაერთიანება დაიშლა. ნებისმიერ გაერთიანებად წებო სჭირდება და ეს წებო არის, რომ ერთნაირი რაღაცები გვინდოდეს სასამართლოში, ეკონომიკაში და ა.შ. ეს აუცილებელი წინაპირობაა მყარი გაერთიანების. ალბათ, ოპოზიციაში უმეტესად ფინანსური რესურსის გარშემო ერთიანდებიან – აქეთ ხაზარაძის და იქით სააკაშვილ-კეზერაშვილის გარშემო. საპარლამენტო არჩევნებამდე ამდენი ხნით ადრე ასეთი გაერთიანებები ვერ მიატანს“, – განაცხადა საბომ.

იტვირთბა....