ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საკითხავია, დაძაბული ელემენტების შემოტანა ან სალომე ზურაბიშვილს რაში სჭირდება ან ვინმე სხვას” – გია ვოლსკი

„ქართული ოცნების“ წევრი გია ვოლსკი, რუსებისთვის სოხუმის აეროპორტის გადაცემასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ვოლსკისთვის გაუგებარია, რაში სჭირდება ზურაბიშვილს სიტუაციის გამწვავება.

„რაც სალომე ზურაბიშვილისთვის ახალი ამბავია, ეს პროცესი საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს, ბიუჯეტიც დათვლილია, თუმცა, არსებობს საერთაშორისო რეგულაციები, რომელშიც ვერანაირად ვერ ჯდება სოხუმის აეროპორტის საქმიანობა, ასე რომ ჯერჯერობით ყველაფერი ლაპარაკის დონეზეა და დაძაბული ელემენტების შემოტანა ან სალომე ზურაბიშვილს რაში სჭირდება ან ვინმე სხვას, საკითხავია. ჩვენ გვახსოვს სხვა პროვოკაციული განცხადებებიც, ბიჭვინთის დამცველებს რომ მხარდაჭერა გამოუცხადა სალომე ზურაბიშვილმა მაშინ, როცა ამას ნამდვილად არათუ არ საჭიროებენ, პროვოკაციად მიიჩნევენ ის ადამიანები, ვინც დგანან და აპროტესტებენ. ასე რომ, ყველაფერი დროებითია, მიმდინარე პროცესები საკმაოდ რთულია და ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამას,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ბაბუშერას აეროპორტის შესახებ აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ  აფხაზურ-რუსული შეთანხმების “რატიფიცირება“ ზურაბიშვილმა კატეგორიულად დაგმო.

იტვირთბა....