ევროკავშირი სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმის ფარგლებში, ტყის ხანძრებთან გასამკლავებლად, საბერძნეთს 2 სახანძრო-სამაშველო ვერტმფრენს გაუგზავნის.
ამის შესახებ კრიზისული ვითარებების ევროკომისარმა, იანეზ ლენარჩიჩმა განაცხადა:
“ძლიერ ტყის ხანძრები საბერძნეთში კლავ არ არის კონტროლის ქვეშ. დამატებითი დახმარების სახით, ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების ფარგლებში, დამატებით ორ სახანძრო-სამაშველო ვერტმფრენს გავგზავნით საფრანგეთიდან, რათა დავეხმაროთ ცეცხლის ჩაქრობაში. ეს არის ევროპული სოლიდარობა საუკეთესო სახით”, – განაცხადა ლენარჩიჩმა.