დაგეგმილი სპეცოპერაცია ქართველების წინააღმდეგ – გია ჭანტურია აცხადებს, რომ რუსეთიდან საქართველოში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია შემოტანილი.
“თბილისის ზღვასთან, გაივლიან რუსები, რაღაცებს დებენ, მერე მოდიან ქართველები, ტელეფონით ეძებენ ამ რაღაცებს და ამით კაიფობენ. პირდაპირ გეუბნებით, რუსები ყიდიან ნარკოტიკებს, ამას ყიდულობენ ქართველები და კვდებიან. ის რუსები კი 1500$-ში ქირაობენ ბინებს, შემდეგ კი ყიდულობენ მათ. ეს არის დაგეგმილი სპეცოპერაცია”- თქვა ჭანტურიამ “რეაქციაში”.