პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, ეხმაურება “ენმში” მიმდინარე შიდა დაპირისპირებას და წერს:
“მე როგორც გავიგე, ნაც.მოძრაობის მთავარი პრეტენზია მელიასთან ის არის, რომ ამ უკანასკნელმა თავს უფლება მისცა სიმართლე ელაპარაკა საჯაროდ…
ბატონებო, სიმართლის თქმა ამომრჩევლისთვის, რაც არ უნდა მწარე იყოს ის, თქვენი უფლება კი არა, ვალდებულებაა…
მითუმეტეს რომ – “რა გინდ რომე კაცმან მალოს, ჭირი თავსა არ დამალავს”…
ჯობია დღეს მელიამ ილაპარაკოს და რაღაცა შეცვალოთ, ვიდრე ხვალ კობახიძემ წამოგაძახოთ…”