ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურის სერგეი აქსიონოვის განცხადებით, ყირიმის ხიდზე “საგანგებო შემთხვევის” გამო მოძრაობა შეჩერდა.
გავრცელებული ცნობით, ხიდზე აფეთქების ხმა ისმოდა, რის შედეგადაც ხიდის მალი ჩამოვარდა. ინციდენტის საფუძველზე 2 ადამიანი გარდაიცვალა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე შეტევა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცოპერაცია იყო.