ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შინაპატიმრობა ჰქონია, პოლიციას ემალებოდა, ფანჯარიდან გადმოვარდა” – რა მოხდა სამგორში?

ექიმები 32 წლის ვუგარ ისმაილოვის გადარჩენას ცდილობენ, რომელიც ბოკერიას სახელობის კლინიკაში გვიან ღამით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა. როგორც ცნობილია, ისმაილოვი კომატოზურ მდგომარეობაში იყო.

ჯერჯერობით უცნობია, გადმოხტა თუ გადმოაგდეს 32 წლის კაცი კორპუსის მესამე სართულიდან. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ამბობენ, რომ ამაკაცი ქურდობის ფაქტზე იყო ეჭვმიტანილი და მასთან გამოსაკითხად იყვნენ მისულები, რა დროსაც კაცი ფანჯრიდან გადმოხტა.

შსს ადასტურებს, რომ ვუგარ ისმალოვი ფანჯრიდან კრიმინალური პოლიციის დევნის შედეგად გადავვარდა

რა მოხდა კონკრეტულად, დამატებით განმარტებებს შსს ჯერჯერობით არ აკეთებს. მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
წყარო – “ტვ პირველ

იტვირთბა....