ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პრეზიდენტმა ხელისუფლების ფარული პოზიცია გააშიშვლა” – მამუკა ხაზარაძე

პრეზიდენტმა ნიღაბი ჩამოხსნა და ხელისუფლების ფარული პოზიცია გააშიშვლა – ამის შესახებ პარტია “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

“პრეზიდენტმა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ნიღაბი ჩამოხსნა და გააშიშვლა ის პოზიცია, რომელიც აქამდე ხელისუფლებას ფარულად ჰქონდა. დღეს ჩვენი ქვეყანა ძალიან კრიტიკულ ზღვარზეა. მე ნამდვილად არ მინდა, საქართველოს რომელიმე მოქალაქე სხვადასხვა მიზეზით დასანქცირდეს, რადგან ეს საკმაოდ დიდი დარტყმა იქნება ქვეყნისთვის. ქართულ საზოგადოებას ძალიან რთული გზა აქვს გასავლელი, თუმცა ამის მიზანი უნდა იყოს ის, რომ საქართველო მოვახვედროთ იქ, სადაც მას ადგილი ისტორიულად ეკუთვნის. ეს არის ევროპული ინტეგრაცია, სადაც მშვიდობა, დოვლათი და კულტურის დაცვის ყველაზე დიდი გარანტიაა”

იტვირთბა....