ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

შვეიცარიაში ქართველი დააკავეს

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მომხდარი არეულობისას სამართალდამცავებმა 7 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ერთი ქართველიც – აღნიშნულ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, დაკავებულებიდან 6 არასრულწლოვანია. ერთადერთი სრულწლოვანი დაკავებული კი 24 წლის შვეიცარიელია.

მედია აღნიშნავს, რომ დემონსტრანტები საფრანგეთში პოლიციელის მიერ 17 წლის ახალგაზრდის მკვლელობის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად შეიკრიბნენ.

იტვირთბა....