“ოცნებამ”, შესაძლოა, პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი სადასმჯელო ოპერაცია მოიფიქროს – ამის შესახებ ენმ-ს წევრმა ანი წითლიძემ განაცხადა.
“ძალიან სწორი აქცენტები და ძალიან ღიად და ცხადად ილაპარაკა იმაზე, რომ მაშინ, როდესაც ჩენ ვდგავართ ისტორიული არცევანის წინაშე, მაშინ, როცა ჩვენ ველოდებით ისტორიულ შესაძლებლობას, მივიღებთ თუ არა ჩვენ კანდიდატის სტატუსს, მაშინ, როცა ხელისუფლება ყველაფერს უნდა აკეთდებდეს იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ჩვენი ხელისუფლება აკეთებს პირიქით. იმის გათვალისწინებით, რომ რუსული ოცნება არის აბსოლუტურად არაადეკვატური, მაქვს მოლოდინი, რომ მათ შეიძლება ასევე რაღაც სადამსჯელო ოპერაცია მოიფიქროს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, – ამბობს წითლიძე.

