ექიმები 32 წლის ვუგარ ისმაილოვის გადარჩენას ცდილობენ, რომელიც ბოკერიას სახელობის კლინიკაში გვიან ღამით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა. როგორც ცნობილია, ისმაილოვი კომატოზურ მდგომარეობაში იყო.
ჯერჯერობით უცნობია, გადმოხტა თუ გადმოაგდეს 32 წლის კაცი კორპუსის მესამე სართულიდან. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ამბობენ, რომ ამაკაცი ქურდობის ფაქტზე იყო ეჭვმიტანილი და მასთან გამოსაკითხად იყვნენ მისულები, რა დროსაც კაცი ფანჯრიდან გადმოხტა.
რა მოხდა კონკრეტულად, დამატებით განმარტებებს შსს ჯერჯერობით არ აკეთებს. მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
წყარო – “ტვ პირველი”

