ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შემაშფოთებელია, რომ საქართველოს რუსეთის მოქალაქეები ევროპაში გასასვლელად იყენებენ – დეგნანი

შემაშფოთებელია, რომ საქართველოს რუსეთის მოქალაქეები ევროპაში გასასვლელად იყენებენ – ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.

“პირდაპირი ფრენები იმიტომ იწვევს შეშფოთებას, რომ ეს არის საშუალება რუსეთის მეტი მოქალაქის ჩამოსვლის საქართველოში და შემდეგ საქართველო გამოიყენება მათთვის ევროპაში წასასვლელად. მაშინ, როესაც ევროპამ მათთვის კარი ჩაკეტა, ეს ზეწოლის ერთ-ერთი მექანიზმია. ევროპა არ იღებს რუსულ თვითმფრინავებს, ამ შემთხვევაში კი, აღდგენილი ფრენები ხელს უწყობს მათ ევროპაში გასასვლელად. ეს სანქციები კი ემსახურება იმას, რომ რუსეთს შეექმნას დისკომფორტი და მოხდეს ზეწოლა. საქართველო ახლა გამოიყენება როგორც გზა რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპისკენ, – ამბობს დეგნანი.

იტვირთბა....