„პარტიის ლიდერი ალთას ლაპარაკობს და პრემიერი ბალთას ზოგჯერ“ — ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
მან ასევე ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
“NATO იქნება მთავარი ძალა, მთავარი ორგანიზაცია, საიდანაც შეიძლება მივიღოთ უსაფრთხოება. მთავრობა, რომელიც ძალიან თავს იწონებს, რომ მშვიდობას დაუმსახურებს ქვეყანას და თავის მოქალაქეებს, ერთადერთი რეალური მშვიდობა და უსაფრთხოება არის საბოლოოდ ჩვენი გაერთიანება ევროკავშირსა და NATO-ში. იქ არის მშვიდობა, იქ არის უსაფრთხოება, მანამდე უნდა ვიაროთ გზაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის შიდა სტაბილურობისტისაც საჭიროა და რომელიც მიგვიყვანს ამ ბოლო მიზნამდე” – აღნიშნა მან.

