ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ შეიძლება ევროკავშირისკენ ისწრაფოდე და თან პარტნიორებს აბრალებდე, რომ ომი უნდათ” – პრეზიდენტი

არ შეიძლება იყო ქვეყანა, რომელსაც აქვს მისწრაფება გახდეს ევროკავშირის წევრი და ყოველ მეორე დღეს ევროკავშირის ელჩს ლანძღავდე – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

“მთავრობის, უმრავლესობის, არ ვიცი ბატონი ივანიშვილისგან მოსული გზავნილების თუ არა, მაგრამ ამ რიტორიკის, რომელიც არის სრულიად მიუღებელი. შენ არ შეიძლება იყო ქვეყანა, რომელსაც აქვს მისწრაფება რომ გახდეს ევროკავშირის წევრი და ყოველ მეორე დღეს ხან ევროკავშირის ელჩს ლანძღავდე, როცა ის ტოვებს ქვეყანას, რაც ასევე ჩვენს ზრდილობასთან და სტუმართმოყვარეობასთან არაფერ კავშირშია და ყოველდღიურად აკრიტიკებდე ხან ევროპარლამენტარებს, ხან თვითონ ჩვენს პარტნიორებს, ხან მათ აბრალებდე, რომ მათ უნდა ომი, რომ ისინი არიან ომის პარტია. ევროკავშირი იმისთვის შეიქმნა, რომ ომი კონტინენტზე აღარა ყოფილიყო იმ ევროპულ ქვეყნებს შორის და მართლაც შეძლო ეს…”

იტვირთბა....