ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო წვრილმან ხულიგნობაში.
ის 800 ლარით დაჯარიმდა.
შეგახსენებთ, ბექა გრიგორიადისს, 3 ივნისს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე დაყრდნობით, პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფას ედავებოდნენ.
რაც შეეხება ლაზარე გრიგორიადისს, ის 29 მარტს დააკავეს. პროკურატურა მას 7-8 მარტის დემონსტრაციების დროს ე.წ მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში ლაზარე გრიგორიადისს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.