ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს” – ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებლის ადვოკატი

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე, რომელიც 25 ივნისს, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს, ბრალს აღიარებს.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შევხვდი. აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ამბობს, რომ მინდა ვამცნო საზოგადოებას, რომ მას შეეშალა სხვა ტელეფონი და არა, პირადად ბაჩალიაშვილის ტელეფონზე არ იყო საუბარი. აღკვეთზე ჩვენი პოზიცია ისაა, რომ რადგან პირი აღიარებს, ნაკლებად მძიმე დანაშაულია, მას ოჯახი ჰყავს, სამი შვილი ჰყავს, ოჯახი ელოდება, არ უნდა იყოს ასეთი მკვეთრი ბრალდების მხარე და თვითონ სასამართლოც გადაწყვეტს ალბათ. რა თქმა უნდა, გირაოს შევთავაზებთ” – აღნიშნა ადვოკატმა.

იტვირთბა....