ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

წულუკიანის განცხადების შენდეგ: ვინ დაემუქრა ტელეფონით გიორგი პაპუაშვილის ოჯახს?

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის ოჯახის წევრებმა მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღეს.

“მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ოჯახის წევრებმა უცნობი პირისგან მიიღეს მუქარის და შეურაცხყოფის შემცველი სატელეფონო შეტყობინება. აღნიშნული პირის ვინაობის დადგენის მიზნით, სამართალდამცავმა ორგანოებმა უკვე დაიწყეს გამოძიება. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მომავალში მაინც მოახერხებენ ისაუბრონ და იმოქმედონ ისე, როგორც ეს მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებს შეეფერება”, – წერია სასამართლოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ნაციონალური მოძრაობის წევრად მოიხსენია. მისი თქმით, “ჩემი მიზანია, ნაციონალური მოძრაობის და პარტიის ერთ-ერთი წევრის, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ჰქვია, პოლიტიკური ეპოქა ოქტომბერში ჩაბარდეს სამუდამოდ წარსულს.“

წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი” არათუ სტრასბურგის, არამედ იმ პოზიციის შესაბამისიც არ არის, რომელზეც ახლა იმყოფება”.

მისივე განცხადებით, გიორგი პაპუაშვილს უკვე გამოუქვეყნა საკონკურსო შედეგები – ორიანები, და სხვა დასაშანტაჟებელი დოკუმენტაცია არ აქვს.

იტვირთბა....