აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ირანის სულიერი ლიდერის, მოჯტაბა ხამენეის სამხედრო მრჩეველი აცხადებს, რომ აშშ ცეცხლის შესაწყვეტად მზად იყო, თუმცა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის გაგრძელება მოითხოვა

ირანის სულიერი ლიდერის, მოჯტაბა ხამენეის სამხედრო მრჩეველმა, მოჰსენ რეზაეიმ განაცხადა, რომ ომი გაგრძელდება, ვიდრე ირანი სრულ კომპენსაციას არ მიიღებს.

„ყველა ეკონომიკური სანქციის მოხსნამდე და საერთაშორისო გარანტიების მიღებამდე, ირანის საქმეებში აშშ-ის ჩარევის თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა მოჰსენ რეზაეიმ.

ირანის სულიერი ლიდერის სამხედრო მრჩეველმა ასევე განაცხადა, რომ ომი ფაქტობრივად ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ დასრულებული იყო და აშშ ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად იყო, თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის გაგრძელება მოითხოვა.

როგორც მოჰსენ რეზაიემ აღნიშნა, „15  დღის შემდეგ აშშ-მ მკაფიოდ  გაიგო, რომ ამ ომში გამარჯვების გზა არ არსებობდა“.

იტვირთბა....