ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გარდაბანში ლევან ხაბეიშვილს დაუპირისპირდნენ

გარდაბნის სოფელ მუღანლოში სოფლის გამგებელსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ადგილობრივებს ხვდებოდა, რა დროსაც სოფლის გამგებელთან კონფლიქტი წარმოიშვა.

“მნიშვნელოვანია ამ ადამიანების პრობლემის სწრაფად უზრუნველყოფა და გზის დაგებას მაინც უნდა სურვილი, ელემენტარული სურვილი, ბიუჯეტი არსებობს, თანხები არის, ეს თანხა ამ ხალხის არის. დოხტურიშვილისთვის და ქართული ოცნებისთვის არავის უჩუქებია, რომ ჯიბეები გაისქელონ. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, ამ ადამიანებისთვის გამოიყოს კონკრეტული სახსრები და, პირველ რიგში, უზრუნველყონ გზის დაგება” – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

იტვირთბა....