ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზურაბიშვილის გადაწყვეტილება კანონის უზენაესობას ძირს უთხრის – ანრი ოხანაშვილი გვარამიას შეწყალებაზე

„ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას გამოეხმაურა.

„რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მის რეპუტაციასა და მასთან მიმართებაში საზოგადოების დამოკიდებულებაზე აისახება. რაც შეეხება იურიდიულად. როდესაც სასჯელის აღსრულების შეფერხება, სასჯელის გარდაუვალობის პრინციპის უგულებელყოფა ხდება, რა თქმა უნდა, ამით ხდება კანონის უზენაესობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს გაგების ძირის გამოთხრა. რა თქმა უნდა, ეს ძირს უთხრის კანონის უზენაესობას და განცდას, რომ თუ პირი დააშავებს და დანაშაულს ჩაიდენს, მან ამ ქმედებისთვის პასუხი უნდა აგოს. როდესაც ჩვენ ასეთ დამოკიდებულებას ვიღებთ, რა თქმა უნდა, ამას ჩვენი საზოგადოების მხრიდან პოლიტიკური შეფასების ნაწილი ექნება, ობიექტური პროფესიული საზოგადოება კი ამას შეაფასებს, როგორც კანონის აღსრულებისა და უზენაესობისთვის ძირის გამოთხრას“, – აღნიშნა მან.

იტვირთბა....